თავში

ქუთაისის ეპარქიის ახალ მმართველს ბაგრატის ტაძარში ორშაბათს ელოდებიან

​ქუთაისის ეპარქიის ახალ მმართველს ბაგრატის ტაძარში ორშაბათს ელოდებიან
ქუთაისის ეპარქიის ახალ მმართველს ბაგრატის ტაძარში ორშაბათს ელოდებიან

ქუთაისის ეპარქიის ახალ მიტროპოლიტს ბაგრატის საკათედრო ტაძარში ორშაბათს ელოდებიან.

ახლადარჩეული მეუფე, მანამდე რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველი იყო. გადაწყვეტილება ქუთაისის ეპარქიის ახალი მმართველის შესახებ სინოდის სხდომაზე მიიღეს.

„მეუფე იოანე გამრეკელი თავისი მსახურებით თავიდანვე გამორჩეული იყო. მას აქვს დიდი სიყვარული მრევლთან და სამღვდელოებასთან მიმართებით“,- განაცხადა ბაგრატის საკათედრო ტაძრის წინამძრვარმა მამა გიორგი, ნებიერიძემ.

ქუთაისის ეპარქიას 1983 წლიდან მეუფე კალისტრატე ხელმძღვანელობდა. მეუფე მიმდინარე წლის ივნისში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system