თავში

ქუთაისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში 20 თანამშრომელი დაინფიცირდა

ქუთაისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში 20 თანამშრომელი დაინფიცირდა
ქუთაისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში 20 თანამშრომელი დაინფიცირდა

ქუთაისის მეოთხე შერეულ პოლიკლინიკაში ოცამდე თანამშრომელი დაინფიცირდა. მათგან ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა. რვა თანამშრომელი კი ამ დრომდე კლინიკებში რჩება.

პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილის, ბესიკ მანჯგალაძის ინფორმაციით, თანამშრომლების დაინფიცირების წყარო უცნობია, მათი მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება პოლიკლინიკის მუშაობას, ის ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს. 

პოლიკლინიკაში აცხადებენ, რომ ტესტებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ და მოქალაქეებს რეგისტრაციის მიხედვით ემსახურებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system