თავში

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზრდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზრდა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზრდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან ინფიცირებული შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.

"24 საათის განმავლობაში ახალი პაციენტები არ მიგვიღია. გვყავს 7 გამოჯანმრთელებული, მათ კლინიკიდან დღეს გავწერთ", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის 53 კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობას.

კლინიკა ჯამში 110-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system