თავში

ქუთაისის ინფექციურში კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს

ქუთაისის ინფექციურში კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს
ქუთაისის ინფექციურში კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს

წყალტუბოში მდებარე საკარანტინო ზონიდან, სადაც იტალიიდან დაბრუნებული 87 ადამიანი რჩება, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს.

მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურში 5 პაციენტის პასუხს ელოდებიან. 

რაც შეეხება კლინიკიკან უკვე გადაგზავნილ ტესტებს, გვიან ღამით, ექვსი პაციენტის პასუხი მიიღეს, კორონავირუსი არცერთ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში 245 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 58 პირი რჩება.

ცნობისთვის, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან საგანგებო და აგრესიული ბრძოლისკენ მოუწოდებს.

12 მარტს, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system