თავში

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს. 

როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, თეიმურაზ ნადირაძე აცხადებს, ერთი მათგანი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, მეორე კი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს და, სავარაუდოდ, ეს შიდა გავრცელების შემთხვევაა, მისი დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსით 8 პაციენტი მკურნალობს. 

საქართველოში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 196 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system