თავში

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 13 ადამიანი დაინფიცირდა

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 13 ადამიანი დაინფიცირდა
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 13 ადამიანი დაინფიცირდა

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსით ინფიცირების რამდენინე შემთხვევა გამოვლინდა.

პანსიონატის დირექტორის, მალხაზ ბადირეიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულია სამი ბენეფიციარი და ათი თანამშრომელი. ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ამასთან, პანსიონატში რამდენიმე პირის ტესტის პასუხს ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.

პანსიონატში განმარტავენ, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, უსიმპტომო თანამშრომლისგან გავრცელდა. პანსიონატში კარანტინია და როგორც ბენეფიციარები, ასევე თანამშრომლები შენობაში ცხოვრობენ.

ხანდაზმულთა სახლში სულ 98 ბენეფიციარი ჰყავთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system