თავში

ქუთაისის ლაბორატორიამ 32 პაციენტის ტესტი შეისწავლა

ქუთაისის ლაბორატორიამ 32 პაციენტის ტესტი შეისწავლა
ქუთაისის ლაბორატორიამ 32 პაციენტის ტესტი შეისწავლა

ქუთაისის ლაბორატორიამ საეჭვო სიმპტომების მქონე 32 პაციენტის ტესტი გამოიკვლია. კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. 

იმერეთში სულ ხუთი საკარანტინო სივრცეა. საინკუბაციო პერიოდის გასვლის გამო, სასტუმრო „პლაზას“ 77 პირი დღეს გვიან ღამით დატოვებს და საკარანტინო ზონაში 15 მოქალაქე დარჩება. სასტუმრო „საირმე“ უკვე დატოვა 95 პირმა და დარჩენილია 109 ადამიანი.

ყოფილ სამხედრო სანატორიუმში დღეს 27 ახალი მოქალაქე დაემატა და ახლა საკარანტინო რეჟიმში აქ 172 ადამიანი იმყოფება.
საჩხერის კარანტინში კი კვლავ 57 პირია. სასტუმრო „პრომეთეში“ კი 52 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system