თავში

ქუთაისის მესამე სამშობიაროს თანამშრომლები კოვიდცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ

ქუთაისის მესამე სამშობიაროს თანამშრომლები კოვიდცენტრად გადაკეთებას
ქუთაისის მესამე სამშობიაროს თანამშრომლები კოვიდცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ

ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამშობიაროს კოვიდცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ხელმძღვანელმა გუშინ მათ უთხრა, რომ სამშობიარო განყოფილება დროებით დაიხურება და მშობიარეებს აღარ მიიღებენ. მედიკოსების თქმით, ისინი სამსახურის გარეშე რჩებიან და მათი პაციენტები სხვა კლინიკაში გადავლენ.

"გვითხრეს, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და არ აინტერესებს თანამშრომლების პროტესტი. გვითხრეს, რომ ვისაც უნდა დარჩება და იმუშავებს, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, გინეკოლოგმა ეპიდემიოლოგად იმუშაოს? 55-მა თანამშრომელმა ხელმოწერა შევადგინეთ ადმინისტრაციის სახელზე და მოვითხოვთ, გამოგვიყონ ფართი, სადაც შევძლებთ, ჩვენი პაციენტები მივიღოთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვაპირებთ, აქციები გავაგრძელოთ. აქ არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა, რომ კოვიდცენტრად იმუშაოს," - განაცხადა კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

სამშობიაროს ხელმძღვანელის თქმით, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა. კლინილა კოვიდცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება. 

მათი თქმით, თანამშრომლების ნაწილს შესთავაზეს, ამ პირობებში ემუშავათ, რაზეც უარი მიიღეს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system