თავში

ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა
ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტარლის (E60) შემადგენელ - ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამ დროსითვის, უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი. 

"აშენებული მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად. ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს, დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. 

უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე კი, დროებით გაიხსნება ორმხრივი მოძრაობა. შესაბამისად, დღეიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევდება.

2020 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ აშენდა 70 კმ ჩქაროსნული გზა, რომელიც რამდენიმე კვირაში სრულად შევა ექსპლოატაციაში. ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახლად აშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, ამ 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ქუთისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში სრულად დასრულდება," - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system