თავში

ქუთაისის სკოლების კლასტერი გაიზარდა

ქუთაისის სკოლების კლასტერი გაიზარდა
ქუთაისის სკოლების კლასტერი გაიზარდა

ქუთაისში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა ახალი ინფიცირებული სკოლის კლასტერს უკავშირდება.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. გუშინ იმერეთის მასშტაბით 1226 ნიმუში გამოიკვლიეს. 

ცნობისთვის, 14 სექტემბერს, ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების წყარო ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერია.

24-ე სკოლის დირექტორის, ელიზბარ ბარაბაქაძის განმარტებით, მის თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა 32-ე სკოლის ბუღალტერთან, რაც მისი ინფირიცრების წყარო გახდა.

პაციენტები საჩხერისა და და ქუთაისის სამედიცინო ცენტრებში არიან გადაყვანილები. სკოლის 45 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

9 სექტემბერს კი ქუთაისის 32-ე სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასწავლებელი გაიტესტა 10 სექტემბერს, 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფექცია დადასტურებული აქვს დირექტორს და დირექტორის მოადგილესაც. სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ე.წ. ქორწილის კლასტერთანაა დაკავშირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system