თავში

ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელი კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელი კორონავირუსით გარდაიცვალა
ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელი კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელი ზურაბ ჯავახაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. 84 წლის საზოგადო მოღვაწე და ქართული სპორტის მკვლევარი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

მედიკოსების თქმით, მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. 

ზურაბ ჯავახაძე სპორტულ თემაზე შექმნილი 40-მდე წიგნის ავტორია. მათ შორისაა წიგნები ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაზე, ოლიმპიელებზე, გამოჩენილ სპორტსმენებზე და მწვრთნელებზე, სპორტის ცალკეულ სახეობებზე. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია იმერეთის სპორტულ ცხოვრებას - ამ თემას მიუძღვნა ჟურნალისტური ნარკვევები თუ გამოკვლევები, საგაზეთო პუბლიკაციები, წიგნებში თავმოყრილი სპორტულ ასპარეზობათა ქრონიკებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system