
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ეპიდსიტუაციის გამწვავების გამო ყველა დაგეგმილი სპექტაკლი მოიხსნა.
თეატრის ადმინისტრაციის განცხადებით, სპექტაკლები დეკემბრიდან განახლდება.
"ჩვენო ერთგულო, ძვირფასო მაყურებელო!
სამწუხაროდ მესხიშვილის მსახიობების ავადმყოფობის გამო, ხვალიდან, ნოემბრის ბოლომდე, თეატრში ყველა სპექტაკლი მოიხსნა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი სიტუაციის გამო!," - აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დეკემბრიდან სპექტაკლებზე დასასწრებად "მწვანე პასპორტების" წარდგენა იქნება საჭირო.