თავში

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სახელი შეეცვლება

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სახელი შეეცვლება
ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სახელი შეეცვლება

ქუთაისის ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის სახელის შეცვლის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა. პროექტის მიხედვით, დასახელებას: "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი", "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაანაცვლებს". შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა 2016 წელს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. 2019 წლის სექტებერში პროექტის პრეზენტაცია თავიდან გაიმართა. ამჯერად საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მე-3 წელია ვერ აშენდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტად მოიხსენიეს. მთავრობის წევრებმა და პროექტის ავტორებმა თქვეს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს 2020 წელს მიიღებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე წერია, რომ მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. იგეგმება, რომ უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system