თავში

ქუთაისის ციხეში პატიმარი 51-ე დღეა შიმშილობს

ქუთაისის ციხეში პატიმარი 51-ე დღეა შიმშილობს
ქუთაისის ციხეში პატიმარი 51-ე დღეა შიმშილობს

ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმარი უკვე 51-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"კრიტიკული მდგომარეობაა, უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, იქამდე იშიმშილებს ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მისი საქმით არ დაინტერესდებიან", - განმარტავს პატიმრის ადვოკატი ილია ჯანელიძე.

პატიმრის საქმით სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა. ომბუდსმენის წარმომადგენლის თქმით, პატიმართან პერიოდულად შედიან და მის საქმეს სწავლობენ.

აღნიშნული პიროვნება 2 ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალდებულის თქმით კი მას ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო.

პატიმრის შიმშილობის ფაქტი report.ge-ის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პატიმარი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system