თავში

ქუთაისის ცხელების ცენტრში აფხაზეთიდან ორსული შეიყვანეს

ქუთაისის ცხელების ცენტრში აფხაზეთიდან ორსული შეიყვანეს
ქუთაისის ცხელების ცენტრში აფხაზეთიდან ორსული შეიყვანეს

გალიდან ქუთაისის “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში კატასტროფის ბრიგადამ 41 კვირის ორსული შეიყვანა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც აფხაზეთის მკვიდრია, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ე.წ საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებდა. მან დახმარების თხოვნით კლინიკას მიმართა. მისი გადაყვანა ხელისუფლების ჩარევის შედეგად მოხერხდა.

პაციენტის თქმით, აფხაზეთში ექიმებმა უარი თქვეს მის მიღებაზე იმ მიზეზით, რომ რთული პაციენტი იყო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაინც ამშობიარებდნენ და ახალშობილს რაიმე სახის მკურნალობა დასჭირდებოდა, გართულებების შემთხვევაში, საჭირო მკურნალობას ვერ უზრუნველყოფდნენ.

“პაციენტი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა, რადგან ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი იყო, ხოლო ენგურის ხიდზე ფეხით გადმოსვლა არ შეეძლო. აქედან გამომდინარე, ითხოვდა დახმარებას. ჩვენ მაშინვე ჩავაყენეთ საქმის კურსში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქალბატონი ქეთევან ბაკარაძე, რომლის უშუალო ჩარევით და ოპერატიული რეაგირებით მოხდა აღნიშნული პაციენტის კლინიკაში გადმოყვანა,”- ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მამუკა მიქაძე.

მიქაძის განცხადებით, კლინიკაში ჩატარებული კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების შედეგად ორსულს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.  

ქალს უკვე ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ამ ეტაპზე დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system