თავში

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ტყუპი ვაჟი შეეძინა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ტყუპი ვაჟი შეეძინა
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ტყუპი ვაჟი შეეძინა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. საკეისრო კვეთის შედეგად, ხუთი ახალშობილი, მათ შორის, ტყუპი ვაჟი გაჩნდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ოთხივე შემთხვევა წარმატებით დასრულდა.

„თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთა ჩატარდა. განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ“, – აცხადებს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

ამასთან, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი კიდევ 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო ექვსი პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინო სივრცეში გადავიდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 77 კოვიდდადებითი პაციენტი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system