თავში

ქუთაისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული საპროტესტო წარწერები გადაღებეს - PHOTO

ქუთაისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული საპროტესტო წარწერები გადაღებეს - PHOTO
ქუთაისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული საპროტესტო წარწერები გადაღებეს  - PHOTO

გვიან ღამით ქუთაისის ცენტრში, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან გაკეთებული წარწერები -"ამ ცხოვრების დედაც", დღეს დილით მოქალაქეებს გადაღებილი დახვდათ. 

წარწერები, რომლებიც სხვადასხვა ქუჩასა და კედლებზე იყო განთავსებული, წაშლილია და თეთრი საღებავითაა გადაღებილი. 

გუშინ ღამით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეებმა 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებაში საგამოძიებო სისტემა დაადანაშაულეს. მათი განცხადებით სისტემური ცვლილებები აუცილებელია, რადგან მას ბავშვების სიცოცხლე ეწირება. 

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

გუშინ კი, 15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system