თავში

ქუთაისში 73 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში 73 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისში 73 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 73 წლის პაციენტს დაუდგინდა.

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა რთულია. მან თვითდინებით კლინიკას გვიან ღამით მიმართა. 

„გუშინ საღამოს არის შემოსული ჩვენთან კლინიკაში. ეს პაციენტი იმყოფებოდა ესპანეთში, საფრანგეთში ოჯახის წევრებთან ერთად. დაბრუნდა ოთხი დღის წინ საქართველოში. ბოლო ორი დღეა, მისცა ტემპერატურა და მოგვმართა. აღებული იქნა დღეს ანალიზები კორონავირუსზე და საათნახევრის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ტესტზე პასუხი დადებითია. არის 73 წლის. მდგომარეობას რაც შეეხება, შეიძლება ვიზუალურად არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ როცა მისი ასაკი 73 წელია, პნევმონია აქვს, თანმხლებ დაავადებები ახლავს, თირკმლისა და სხვადასხვა პათოლოგია, ეს ყველაფერი ჯამში, რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. თბილისთან კოორდინაცია გვაქვს კონსულტაციების დონეზე. თერაპიული პაციენტია და ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, აღჭურვილობა, სუნთქვის აპარატები – ეს ყველაფერი გვაქვს. ამდენად მძიმე ავადმყოფის მართვა შეიძლება“, - ამბობს ნადირაძე. 

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, მათთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ. 

"ამ ადამიანის ოჯახის წევრები ერთად ჩამოვიდნენ, მაგრამ ჩამოსვლის შემდეგ ცალ-ცალკე იმყოფებოდნენ. ახლა ველაპარაკე ეპიდემიოლოგებს. ისინი ამ კონტაქტებს, ვადებს ადგენენ, მოკვლევას აკეთებენ" - განაცხადა ნადირაძემ. 

ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 83-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system