თავში

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაშავდა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ტროტუარზე მდებარე ხეს შეეჯახა. დაშავდა სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system