თავში

ქუთაისში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

ქუთაისში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა
ქუთაისში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

ქუთაისში გარდაცვლილი ზურაბ ჭონიაშვილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. ჭონიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მის ქმარს პრობლემები არ ჰქონდა და ის თავს არ მოიკლავდა. 

,,მე დიდი ხანია საბერძნეთში ვარ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ვურეკავდი და ყურმილს არ იღებდა, შემდეგ მეზობელს ვთხოვე შესულიყო და გაეგო, ხომ არაფერი უჭირდა. ცოტა ხანში კი გავიგე, რომ თავი მოუკლავს. მას ისეთი ხასიათი ჰქონდა, შეუძლებელია თავი მოეკლა, სულ ვეუბნებოდი ბავშვის ხასიათი გაქვს- მეთქი. დილით ბავშვის ხალიჩას წმენდდა, ჩვეულებრივად მესაუბრებოდა და როგორ დავიჯერო, რომ უცებ თავის მოკვლა გადაწყვიტა? ვფიქრობ, ეს არ არის თვითმკვლელობა. 180 მეტრი სიმაღლის კაცი, 230 მეტრზე როგორ ჩამოეკიდებოდა? ისიც გაუგებარია ვის უნდა მოეკლა იგი", - განუცხადა ჟურნალისტებს გარდაცვლილის მეუღლე ნინო ჭონიშვილმა, რომელიც საბერძნეთიდან დღეს დილით ჩამოფრინდა. 

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახელებაში, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი გუშინ იპოვეს. ზურა ჭონიშვილი პირველად საკუთარ ბინაში გარდაცვლილი მეზობელმა ნახა. მამაკაცს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system