თავში

ქუთაისში, კორონავირუსი დაამარცხა ქალმა, რომელსაც ფილტვების 80% დაზიანებული ჰქონდა

ქუთაისში, კორონავირუსი დაამარცხა ქალმა, რომელსაც ფილტვების 80%
ქუთაისში, კორონავირუსი დაამარცხა ქალმა, რომელსაც ფილტვების 80% დაზიანებული ჰქონდა

გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ერთ-ერთი კოვიდცენტრი, "კლინიკა ბომინდი"  11-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. მათ შორის იყო ქალბატონი, რომელიც კლინიკაში ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტიანი დაზიანებით, ორმხრივი პნევმონიით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა. პაციენტი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის კურსს ორი კვირის განმავლობაში გადიოდა.

გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის არიან ორსულები და მელოგინეები.

“დღეის მდგომარეობით, 135 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში. სასიხარულოა, რომ კლინიკაში ახალი კორონავირუსული ინფექცია 400-მა პაციენტმა დაამარცხა. დღეს კიდევ 12 გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერას ველოდებით. 41 ორსული და მელოგინე გვყავს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. გასული 24 საათის განმავლობაში 6 ორსული დაგვემატა სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან. კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა მძიმე პაციენტმა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების ერთი შემთხვევა. პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. იყო გულზე ნაოპერაციები და ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი,” - ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

სულ, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრს 400 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system