თავში

ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთი სკოლის თანამშრომლებს დაუდასტურდათ

ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთი სკოლის თანამშრომლებს დაუდასტურდათ
ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთი სკოლის თანამშრომლებს დაუდასტურდათ

ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების წყარო ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერია.

24-ე სკოლის დირექტორის, ელიზბარ ბარაბაქაძის განმარტებით, მის თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა 32-ე სკოლის ბუღალტერთან, რაც მისი ინფირიცრების წყარო გახდა. 

პაციენტები საჩხერისა და და ქუთაისის სამედიცინო ცენტრებში არიან გადაყვანილები. სკოლის 45 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და 1369-ს შეადგენს.

ცნობისთვის,9 სექტემბერს ქუთაისის 32-ე სკოლის პედაგოგს  კორონავირუსი დაუდასტურდა. მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასწავლებელი გაიტესტა 10 სექტემბერს, 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფექცია დადასტურებული აქვს დირექტორს და დირექტორის მოადგილესაც. სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ე.წ. ქორწილის კლასტერთანაა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system