თავში

ქუთაისში კორონავირუსი სამმა პაციენტმა დაამარცხა

ქუთაისში კორონავირუსი სამმა პაციენტმა დაამარცხა
ქუთაისში კორონავირუსი სამმა პაციენტმა დაამარცხა

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 24 პაციენტიდან 3 გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ. 

ექიმების ინფორმაციით, დარჩენილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ გამოჯანმრთელებაზე ტესტი ეტაპობრივად ჩაუტარდებათ.

როგორც მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზეა ასახული, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 431-ს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 114 ადამიანი. გარდაცვლილია - 5. კარანტინის რეჟიმში 5888 პირი რჩება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 571 ადამიანი იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system