თავში

ქუთაისში კორონავირუსს 5 ჩვილი ებრძვის

ქუთაისში კორონავირუსს 5 ჩვილი ებრძვის
ქუთაისში კორონავირუსს 5 ჩვილი ებრძვის

ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს კორონავირუსით ინფიცირებული 5 ჩვილი გადის. ჩვილებიდან ყველაზე მცირე ასაკის 7 დღის, ხოლო ყველაზე უფროსი ერთი თვის არის. 

ინფიცირებული ჩვილების ნაწილი კლინიკაში საცხოვრებელი სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან შეიყვანეს. ამ დროისათვის ინფიცირებული ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკა 11-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

კოვიდცენტრში მიიღეს ახალი პაციენტებიც. პაციენტებს შორის ორი, 93 და 95 წლის მამაკაცები არიან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისათვის კლინიკაში 129 კოვიდდადებითი პაციენტი რჩება. საერთო ჯამში კი ვირუსი 400-ზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system