თავში

ქუთაისში კორონავირუსზე 115 პირი გამოიკვლიეს

ქუთაისში კორონავირუსზე 115 პირი გამოიკვლიეს
ქუთაისში კორონავირუსზე 115 პირი გამოიკვლიეს

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ქუთაისში ბოლო 25 დღეა კორონავირუსის სემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გოჩა გიორგიძის განცხადებით, ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის მანძილზე სპეციალისტებმა 115 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ პირთან არ დადასტურდა.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, გიორგიძის ინფორმაციით კარანტინში 154 პირი რჩება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებ-გვერდზე StopCov.ge-ზე განახლდა.

უახლესი მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 951 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 828-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system