თავში

ქუთაისში კორონავირუსზე 174 პირი გამოიკვლიეს

ქუთაისში კორონავირუსზე 174 პირი გამოიკვლიეს
ქუთაისში კორონავირუსზე 174 პირი გამოიკვლიეს

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 174 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია. 

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს ჩაუტარდათ. ასევე გეგმურად გამოიკვლიეს სამედიცინო პერსონალის ნაწილი და საკარანტინო ზონებიდან გამსვლელი პირები. 

იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 213 პირი იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system