თავში

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს
ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს

ხმაურია ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც „ქართული ოცნების" მხარდამჭერები მივიდნენ. მათ პარტიის ოფისის შენობას კვერცხები და ცოცხები ესროლეს. სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.  

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები თავდაპირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, რის შემდეგაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისისკენ გაემართნენ. 

 შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" ოფისთანაც, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები „დასაბოქლომებლად“ მივიდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system