თავში

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ამ დრომდე ხმაურია

​ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ამ დრომდე ხმაურია
ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ამ დრომდე ხმაურია

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ამ დრომდე ხმაურია. „ქართული ოცნების" მხარდამჭერები ოფისის მიმდებარე ტერიტორიას არ ტოვებენ. თამარ მეფის ქუჩაზე რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი როგორც სიტვყვიერ, ისე ფიზიკურ დაპირიპირებას.

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად ოფისთან მივიდნენ "ევროპული საქართველოს" წევრებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა პარტიის ოფისის შენობას კვერცხები და ცოცხები ესროლეს. სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გამართულ აქციას წინ უძღოდა გაერთიანებული ოპოზიციის აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან. ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები პარტიის ოფისის "დასაბოქლომებლად" მივიდნენ, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system