თავში

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის კონსერვაცია მიმდინარეობს

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის კონსერვაცია მიმდინარეობს
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის კონსერვაცია მიმდინარეობს

ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო. ამ წუთებში შენობაში ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ. ისინი შენობაში არსებულ ინვენტარს აღწერენ. აღწერის დასრულების შემდეგ მონაცემებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ. სამინისტრო კი შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებს.

შენობაში, ადგილზე დასაქმებულების გარდა არავის უშვებენ. ადგილზე იმყოფებიან მხოლოდ სამეურნეო აპარატში დასაქმებულები. მათ მედიასთან ღიად საუბარი არ სურთ, თუმცა პირად საუბარში ინფორმაციას ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებამ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰაბის განთავსება დააანონსა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system