თავში

ქუთაისში, რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება - PHOTO

ქუთაისში, რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება
ქუთაისში, რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება - PHOTO

ქუთაისში, მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ და საპროტესტო კარვის გაშლას აპირებენ. 

როგორც სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია აცხადეს, ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს სამედიცინო საკითხებთან კავშირი არ აქვს და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. 

"8 წლის განმავლობაში პოზიტიური არაფერი მომხდარა ქვეყანაში, ხალხი დაამშიეს და ახლა საერთოდ გამოკეტეს სახლებში. ეს არის პოლიტიკური კოვიდრეგულაციები, ეს შეზღუდვები სამედიცინო საკითხებს არ ემსახურება, ეს არის პოლიტიკური, რათა ხალხი გარეთ არ გამოვიდეს. მაგრამ ხედავთ, რომ ნელ-ნელა ხალხი იღვიძებს", - განაცხადა ნიკა ნარსიამ. 

აქციის პარალელურად, მერიის შენობასთან, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system