თავში

ქუთაისში, სკოლის ფანჯრიდან სამი მოსწავლე გადმოხტა - PHOTO - განახლებულია

ქუთაისში, სკოლის ფანჯრიდან სამი მოსწავლე გადმოხტა
ქუთაისში, სკოლის ფანჯრიდან სამი მოსწავლე გადმოხტა - PHOTO - განახლებულია

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის შენობიდან სამი მოსწავლე ფანჯრიდან გადმოხტა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინციდენტის შედეგად ერთმა მოსწავლემ დაზიანებები მიიღო, რის გამოც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. 
სამი მეათეკლასელი მეორე სართულის ფანჯრიდან იმის გამო გადმოხტა, რომ მასწავლებელმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინა და გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა. 

repot.ge-ის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში განუმარტეს, რომ მოზარდი ქვედა კიდურების ტრამვით ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. 

სკოლის დირექტორის განმარტებით, დაშავებული მოსწავლე თავს კარგად გრძნობს. 

"ცოტა განერვიულებული ვარ, მეც დედა ვარ მაგრამ ყველაფერი კარგადაა, თავს კარგად გრძნობს, ბავშვმაც ბოდიში მომიხადა, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაგაყენეთო. რატომ გააკეთა, მეც მიკვირს. ზოგადად კარგი ბავშვია, გამცდენი არ არის, მშობლის ნებართვის გარეშე ვერ გავათავისუფლებდით. კოჭში აქვს ფეხი დაზიანებული. გამოვიძახეთ დროულად სასწრაფო სამედიცინო დახმარება. დედა და დამრიგებელიც გაყვა საავადმყოფოში." - ამბობს ქუთაისის მეცხრე სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე.  

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system