თავში

ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდნენ. მათ ბანერი წარწერით: "თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს" გაშალეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგან ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

"ვენი დროის გმირი ციხეში არ უნდა იჯდეს. ხელისუფლება, ნაცვლად ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისა ებრძვის და დევნის ოპოზიციას, მათ არაფერი მოიმოქმედეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად. ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად უნდა დაბრუნდეს ოჯახში და ხელისუფლებამ მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას ",-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი თქმით, ვიდრე ვაჟა გაფრინდაშვილი არ გათავისუფლდება, აქციები გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system