თავში

"კვალს ბოჭორიშვილის კლინიკაში მივყავართ" -კახეთში ექთანი დაინფიცირდა

"კვალს ბოჭორიშვილის კლინიკაში მივყავართ" -კახეთში ექთანი დაინფიცირდა
კვალს ბოჭორიშვილის კლინიკაში მივყავართ -კახეთში ექთანი დაინფიცირდა

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. მისი თქმით ექთანი სავარაუდოდ ბოჭორიშვილის კლინიკაში დაინფიცირდა. 

„წინა მაგალითიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, გადაწყვეტილად არაფრის თქმა არ შეიძლება. ჩვენ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე - ქალბატონი, რომელიც არის სამედიცინო პერსონალი და ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს, სავარაუდოდ კვალს მივყავართ აქეთკენ, რომ ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობდა და საგარეჯოში იყო ჩამოსული, სადაც მისი საცხოვრებელია. ამ ქალბატონს კორონავირუსზე ტესტირება გუშინ ჩაუტარდა. გაფართოებული და მიზანმიმართული კვლევები მთელი კახეთის მასშტაბით ტარდება, განსაკურებით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალზე. დღეს დილით დადებითი პასუხი მივიღეთ. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ყველა კონტაქტის ძიება. ყველა კონტაქტი მოძიებულია, როგორც ოჯახის, ასევე სხვა შესაძლო კონტაქტი, როგორც სამედიცინო პერსონალთან, ასევე თბილისშიც. ტესტები აღებულია და გაგზავნილია. ალბათ, ხვალ დილით პასუხები მზად იქნება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system