თავში

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა - გამყრელიძე

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა - გამყრელიძე
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.

,,21 დეკემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებლის სერიოზული ვარდნაა დაბლა - ვითვლით 7 ან 14-დღიან საშუალოს 100 ათას მოსახლეზე და 11 იანვრიდან უკვე ეს პლატოზეა გადასული.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველა გახსნასთან მიმართებაში, ამიტომ, რაღაცის შემსუბუქება თუ მოხდება - აუცილებელია 2 კვირიანი დაკვირვება, ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიჰყვება და იმის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი შემსუბუქების და ა.შ.,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.

როდის რა შეზღუდვა მოიხსნება - ყველაფერი დეტალურად

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system