თავში

,,ქვეყანა ახლა უფრო კარგად უმკლავდება პანდემიას, ვიდრე დასაწყისში" - თენგიზ ცერცვაძე

,,ქვეყანა ახლა უფრო კარგად უმკლავდება პანდემიას, ვიდრე დასაწყისში" - თენგიზ ცერცვაძე
,,ქვეყანა ახლა უფრო კარგად უმკლავდება პანდემიას, ვიდრე დასაწყისში - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიას ქვეყანა ახლა უფრო კარგად უმკავლდება, ვიდრე დასაწყისში.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, საქართველოში ამ ეტაპზე 4 300 საწოლია მობილიზებული, რაც დღეს საჭიროზე მეტია. 

„საქართველოში 4 300 საწოლია მობილიზებული, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია. რამდენიმე ასეული საწოლი არის თავისუფალი და არავითარი პრობლემა არ არის იმისა, რომ ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ეს ვერ მოხერხდეს. თუ ერთეული შემთხვევები არის და ამაზე მახვილდება ყურადღება, ზოგჯერ პაციენტის,ზოგჯერ ჟურნალისტის, ზოგჯერ უბრალოდ ანგაჟირებული და ტენდენციური ადამიანების მხრიდან, დამიჯერეთ, ეს არის გამონაკლისი, ერთეული შემთხვევა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ ერთეული შემთხვევის განზოგადება, რათა საზოგადოებაში არ შეიქმნას მცდარი აზრი, თითქოს, ქვეყანა ცუდად უმკლავდება კოვიდპანდემიას. პირიქით ვიტყოდი, ახლა უფრო კარგად უმკლავდება, ვიდრე დასაწყისში. მაშინ უფრო ადვილი იყო მართვა, რადგან შემთხვევების რაოდენობა ნაკლები გვქონდა, თანაც მაშინ ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებზე, ჩაკეტვებზე, ლოკდაუნზე წავიდა, ისევე, როგორც ევროპის ყველა ქვეყანა მაშინ. ამან თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ ახლა ლოკდაუნის გარეშე, ყოველდღე ათასობით პაციენტის მართვა ისე, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, ეს გაცილებით რთულია, ვიდრე ის, რაც იყო გაზაფხულზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის 1186 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 18 663-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 338-ს შეადგენს. გარდაცვლილია 143 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system