თავში

ღამე როგორ გძინავთ?! ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ - ფხაკაძე - VIDEO

ღამე როგორ გძინავთ?! ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ - ფხაკაძე - VIDEO
ღამე როგორ გძინავთ?! ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ - ფხაკაძე - VIDEO

"ერთხელ მაინც თუ მოგატყუეთ?! აბა ნახეთ. რაც ვიცი, იმას გიხსნით, გაფრთხილებთ, რომ "ხრამში" ვვარდებით, ვცდილობ არასამედიცინო ენით აგიხსნათ. თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე, არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში", - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ფხაკაძე CNN-ის ერთ-ერთ სტატიაზე საუბრობს, რომელშიც ჩეხეთში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა ლაპარაკი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რამდენიმე არასწორად გადადგმული ნაბიჯის გამო მძიმე მდგომარეობაა და საავადმყოფოები ჩამოშლის პირასაა.

"CNN-ი წერს, რომ ჩეხეთმა დაუშვა შეცდომები და მე გეუბნებით, რომ ჩეხეთმა გადადგა იგივე ნაბიჯები, რასაც აკეთებს საქართველო შეზღუდვების მხრივ. აგერ ბატონო, ფხაკაძე გაფრთხილებთ მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთ, მლანძღავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ. ჩემი თუ არ გჯერათ ნახეთ თუ რა ხდება ჩეხეთში. თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე.

დავიღალე, ოღონდ მართლა. ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში, დედა გვაქვს ნატირები. ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ, არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში. ტყუილი, კორუფცია, არა პროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ექსტრემიზმი, ფარისებლური მორწმუნეობა და ყველაფერი შეფუთვა პოლიტიკურ ფერში, დავიღალე. 3000 ადამიანზე მეტი მოკლა ვირუსმა ქვეყანაში, ვინ არის პასუხისმგებელი?! არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ მაქვს, ქართველი ვარ და მიყვარს სამშობლო, თქვენ ხართ მოღალატეები, ღამე როგორ გძინავთ?! წადი თუ არ შეგიძლია, დატოვე თანამდებობა. ერთი კაცი რომ მოკლა 20 წლით ამოყოფ თავს ციხეში, ვინ არის პასუხისმგებელი 3000 ადამიანის მკვლელობაზე?! უსინდისოები და კორუმპირებულები ხართ, განზრახ ანადგურებთ საქართველოს ჯანდაცვას. სავადმყოფოებში სტანდარტები არ გაქვთ, ჯანმრთელი ადამიანი შედის საავადმყოფოში და ავადმყოფი გამოდის. PS. დაგვერხა თან ძაან მაგრად", - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system