თავში

ქვეყანა სასწრაფოდ უნდა ჩაიკეტოს, აგვისტოში დაიწყება აფეთქება - ფხაკაძე

ქვეყანა სასწრაფოდ უნდა ჩაიკეტოს, აგვისტოში დაიწყება აფეთქება - ფხაკაძე
ქვეყანა სასწრაფოდ უნდა ჩაიკეტოს, აგვისტოში დაიწყება აფეთქება - ფხაკაძე

მეოთხე ტალღა გარდაუვალია, ეს იქნება 100 პროცენტით - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მეოთხე ტალრა, რაც სექტემბერში უნდა ყოფილიყო, აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება, რადგან საქართველოში ინდური შტამის გავრცელება დაიწყო. ფხაკაძე ამბობს, რომ ქვეყანა სასწრაფოდ, წერტილოვნად უნდა ჩაიკეტოს. 

"ბრიტანული ვირუსის შედეგად მეოთხე ტალღა უნდა ყოფილიყო სექტემბერში, თუმცა ამ ფონზე ინდურის გამოჩენა დააჩქარებს გავრცელებას და იქნება აგვისტოს შუა რიცხვებში. 

ქვეყანა არის სასწრაფოდ ჩასაკეტი, მაგრამ ისე კი არა, რომ ჩავკეტოთ და სახლში ვისხდეთ, არამედ ჩასაკეტია ჭკვიანურად, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს წერტილოვნად, ჭკვიანურად და რაც შეიძლება მალე. 

საქართველოში  ინდური ვირუსის გავრცელება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე დღეს. ვირუსი სწრაფად გავრცელდება, რადგან ჩვენთან არანაირი პირობები არ არსებობს, რომ ეს შეჩერდეს. 

აფეთქებდა დაიწყება აგვისტოში. ჩემი კალკულაციით ეს იქნება შუა რიცხვებში, ეს არის სუფთა მათემატიკა. რეალურად ინდური შტამით 18 ადამიანზე მეტია ინფიცირებული საქართველოში. ამ 18-ს ალბათ ერთ ნული  უნდა დავუმატოთ" - განაცხადა ფხაკაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system