თავში

ქვეყანაში 29 000 ვაქცინის დოზა გამოუყენებელია - ბიძინა კულუმბეგოვი

ქვეყანაში 29 000 ვაქცინის დოზა გამოუყენებელია - ბიძინა კულუმბეგოვი
ქვეყანაში 29 000 ვაქცინის დოზა გამოუყენებელია - ბიძინა კულუმბეგოვი

"არსებული მონაცემებით საქართველოში >55 წელი 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს , მათ შორის აცრა მხოლოდ 2.5 %- მა გაიკეთა", - სტატისტიკურ მონაცემებს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს. 

მისი თქმით ქვეყანაში ამ დრომდე შემოვიდა 57 ათასი ადამიანისთვის საკმარისი ვაქცინა. ხოლო დღევანდელი მონაცემებით აცრილია 28 ათასამდე პირი / გამოუყენებლია 29 ათასი ვაქცინის დოზა. ასტრაზენეკა/ოქსფორდის ვაქცინა ნებადართულია 55 წლის ასაკის ზემოთ საქართველოს მოსახლეობისთვის.

"ეს კი ძალიან საშიში სტატისტიკაა!

 > 55-75 წლის ასაკში კოვიდ-19-ით სიკვდილობის რისკი 1300 ჯერ მეტია 17 წლამდე ასაკის პოპულაციასთან შედარებით, >75 წლიდან კი 3200 ჯერ იზრდება, ხოლო >85 წლიდან 8700 ჯერ.

ჩავიტაროთ ვაქცინაცია და გადავარჩინოთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების სოცოცხლე", - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system