თავში

ქვეყანაში ბრიტანული შტამის მასობრივი გავრცელება გვაქვს - ტიკარაძე

ქვეყანაში ბრიტანული შტამის მასობრივი გავრცელება გვაქვს - ტიკარაძე
ქვეყანაში ბრიტანული შტამის მასობრივი გავრცელება გვაქვს - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ბრიტანულის შტამის მასობრივი გავრცელებაა. 

მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს დაფიქსრიებული შემთხვევების უმეტესობა სწორედ ბრიტანული შტამია. 

"წინა კვირების განმავლობაში ჩვენ კონკრეტულად ვადგენდით, თუ რა რაოდენობის ბრიტანული შტამის მატარებელი გვყავდა ქვეყანაში, თუმცა, როგორც ბატონმა ამირანმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის, აღარ ჩაითვალა საჭიროდ რომ იდენტიფიცირება გავაკეთოთ არის თუ არა ეს ბრიტანული შტამი, ვინაიდან ინფექციონისტების და ეპიდემიოლოგების დასკვნით, ქვეყანაში უკვე მასიურად არის გავრცელებული და გაცილებით უფრო მეტი წილი უკავია ბრიტანულ შტამს, ვიდრე ეს იყო მეორე ტალღის დროს არსებული ინფექციის შტამი" - განაცხადა ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system