თავში

"ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა" - ეპიდემიოლოგი

"ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა" - ეპიდემიოლოგი
ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა - ეპიდემიოლოგი

ეპიდემიოლოგ მაკა კაშიას განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. 

მისივე თქმით, ახალი შტამის "ომიკრონიის" გავრცელების შედეგად ეპიდვითაერება კიდევ უფრო დამძიმდება. 

"წინ გველოდება სადღესასწაულო დღეები, რაც გამორიცხავს რაიმე დადებითი დინამიკის და დადებითი პროგნოზის გაკეთებას, რადგან, ვიცით რომ მოიმატებს მობილობა, როგორც ქალაქებს შორის, ისე ქალაქშიც, რაც ინფექციის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას გამოიწვევს. ამ არსებულ მდგომარეობას დაამძიმებს ახალი შტამის არსებობა, რომელიც უკვე დაფიქსირდა საქართველოში და შეიძლება ითქვას, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში გახდება კიდეც დომინანტური", - განაცხადა კაშიამ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული, "ომიკრონის" 29 შემთხვევაა.

24 დეკემბრის განახლებული კოვიდსტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ნახეთ, 24 დეკემბრის ვაქცინაციის სტატისტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system