თავში

ქვეყანაში ქორწილის და ქელეხის 10 კლასტერია ჩამოყალიბებული - გამყრელიძე

ქვეყანაში ქორწილის და ქელეხის 10 კლასტერია ჩამოყალიბებული - გამყრელიძე
ქვეყანაში ქორწილის და ქელეხის 10 კლასტერია ჩამოყალიბებული - გამყრელიძე

დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან. 

„დღეს ქვეყანაში, სხვადასხვა რეგიონში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს. საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ სოლიდარული უნდა ვიყოთ და ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ მსგავსი შეკრებებისგან. 

ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში. გვინდა ისევ ის, რაც ნოემბერსა და დეკემბერში იყო? ვაქცინაცია უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. ახლა ქვეყანაში ვაქცინების 100 000-ზე მეტი დოზის მარაგი გვაქვს. დღეს 1 300-ზე ცოტა მეტი ადამიანი აიცრა. ამ ეტაპზე, აპრილ-მაისში სულ მცირე 3 000-4 000 ადამიანის ყოველდღიურად აცრა გვჭირდება. დღეს გამოცხადდა, რომ იგეგმება ვაქცინაციის გაფართოება, ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფის, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ ადამიანები არ მიდიან აცრაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system