თავში

ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები გამკაცრდება - ამირან გამყრელიძე - VIDEO

ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები გამკაცრდება - ამირან გამყრელიძე - VIDEO
ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები გამკაცრდება - ამირან გამყრელიძე - VIDEO

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სრული ლოკდაუნი - ისეთი, როგორიც იყო ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში, არ განიხილება, თუმცა შეზღუდვები საქართველოში კიდევ უფრო გამკაცრდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს.

"ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს და ხვალ . კიდევ უფრო გამკაცრდება ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები, თუ რა, წინასწარ ვერ გეტყვით. 

არ განიხილება ისეთი სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთმა ვუჰანში, სამი თვის განმავლობაში. განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომელიც ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება, თუმცა მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აღსრულება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ უფრო დიდი მისი აღსრულების კონტროლს“, – განმარტა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system