თავში

ქვეყანაში "ომიკრონის" რაოდენობის ზრდა გვექნება - ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში "ომიკრონის" რაოდენობის ზრდა გვექნება - ამირან გამყრელიძე
ქვეყანაში ომიკრონის რაოდენობის ზრდა გვექნება - ამირან გამყრელიძე

დაავადებეთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელძე აცხადებს, რომ საქართველოში "ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევების წილი სრულ, საერთო დადებითებში ამ დროისთვის 0.6-0,7%-ია, თუმცა სპეციალისტები მისი მოცულობის ზრდას ვარაუდობენ. 

გამყრელიძის თქმით, საქართველოში სულ 51 შეთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რამდენიმე ათეულ საეჭვო შემთხვევას კი კვლევა უტარდება.

"18 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვია, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას აქვს ძირითადი, სხვა დაავადება, ამის გამოა სტაციონარში და არა „ომიკრონით“ ინფიცირების გამო.„ომიკრონის“ გავრცელების გამო საფრთხეები ნამდვილად არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორშაბათიდან ყოველკვირეულ ანგარიშს გამოაქვეყნებს იმის თაობაზე, რა წილი აქვს „ომიკრონს“ ქვეყანაში სხვადასხვა შტამის ცირკულაციაში. პირველი ესეთი ნედლი გაანგარიშება გაკეთდა პარასკევს და „ომიკრონის“ დადებითობის წილი საერთო დადებითებში დაანგარიშებული იქნა როგორც 0,6-0,7 %. ვნახავთ, ამ წილის როგორი ზრდა იქნება ერთი კვირის შემდეგ“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system