თავში

ქვეყანაში რეგულაციების გამო ადამიანები იხოცებიან - ზურაბ ჯაფარიძე

ქვეყანაში რეგულაციების გამო ადამიანები იხოცებიან - ზურაბ ჯაფარიძე
ქვეყანაში რეგულაციების გამო ადამიანები იხოცებიან - ზურაბ ჯაფარიძე

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტები და შეზღუდვების შედეგად გაჩერებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გახანგრძლივებას აპროტესტებენ და მათ მოხსნას მოითხოვენ.

მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც იმყოფება.

მისი თქმით, კორონავირუსის მსგავსად, არსებული შეზღუდვების შედეგად, ქვეყანაში ადამიანები იხოცებიან. 

"მოვითხოვთ ყველა შეზღუდვის მოხსნას. შემსუბუქება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უბრალოდ მანიპულირებს, მაგალითად, აცხადებენ, რომ გაიხსნება ფრენები, რასაც შინაარსი არ გააჩნია იმიტომ, რომ ფრენების გახსნას რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს საქართველოში, თუ ტურისტი ვერ ჩამოდის. მას ჯერ 12 დღე კარანტინში უშვებენ, იქიდან რომ გამოვა, სასტუმროები არ არის სადაც გაჩერდება და რესტორნები არ არის.

პრობლემები არის კონკრეტული, ქვეყანაში რეგულაციების გამო იხოცებიან. ის რომ რომელიღაც ადამიანი დასაქმებული იყო და სკუთარი ბებიისთვის ყიდულობდა წამალს და ახლა ვეღარ ყიდულობს და ბებია კვდება ეს არ ხდება კორონას სტატისტიკაში, მაგრამ სინამდვილეში არის გარდაცვლილი ადამიანი მთავრობის შეზღუდვების გამო, მაგრამ ამას არავინ არ ითვლის, ანუ აქეთაც ადამიანის სიცოცხლეებია და ამას ვერ ვამართლებ ვერანაირად", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system