თავში

ქვეყანაში საკმაოდ დიდია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა - ივანე ჩხაიძე

ქვეყანაში საკმაოდ დიდია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა - ივანე ჩხაიძე
ქვეყანაში საკმაოდ დიდია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ფიქრობს,  რომ საქართველომ 2022 წლისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბავშვებიც უნდა აცრას, რადგან მისივე ცნობით, ქვეყანაში საკმაოდ დიდია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა.

ივანე ჩხაიძეს არგუმენტად კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოჰყავს. 

ამასთან, მისი თქმით, ბავშვთა ინფიცირების შემთხვევებმა მეორე და მესამე ტალღის დროს განსაკუთრებით იმატა საქართველოში. 

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში რჩება მაინც მძიმე. ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად იმეორებს იმ მაჩვენებელს, რაც გვაქვს მოზრდილებში, ვგულისხმობ ინფიცირების მაჩვენებელს. ჩვენი სტატისტიკით საქართველოში ბავშვების წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 9,5-10%-ს შეადგენს, ასე, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა. თუ 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე დავთვლით დაახლოებით, 35 000 ბავშვია კორონავირუსით ინფიცირებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მეორე ტალღისა და მესამე ტალღის დროს მომართვიანობა განსაკუთრებით მომატებული იყო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ აისახა მძიმე შემთხვევების მატებაში, იმდენად მძიმე შემთხვევების, რომ გამოეწვია ლეტალური გამოსავალი - ჩვენ ერთეული შემთხვევები გვაქვს დაფიქსირებული ბავშვებში გარდაცვალების.

არის იმედი და მოლოდინი იმიი, რომ მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესი იქნება ქვეყანაში წარმატებით დასრულებული, ამის შემდეგ 2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე, ვინაიდან უკვე ორმა ქვეყანამ - კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, „ფაიზერის“ ვაქცინით“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system