თავში

ქვეყნის 4 მსხვილი ქალაქი ისევ ჩაკეტილი რჩება

ქვეყნის 4 მსხვილი ქალაქი ისევ ჩაკეტილი რჩება
ქვეყნის 4 მსხვილი ქალაქი ისევ ჩაკეტილი რჩება

ორშაბათიდან მსუბუქი ავტოტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილდება, არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს რეგისტრაციის ან სამუშაოს ლოკაციაზე დაბრუნებისთვის 2 დღეს მისცემს.

შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება სააღდგომო დღესასწაულებს დაემთხვა და ჩვენი ბევრი მოქალაქე გასული იყო საცხოვრებელი ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს და 2 დღით, ორშაბათი და სამშაბათი, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე დაბრუნდნენ. ორი დღის შემდგომ, შესაბამისი შეზღუდვები, სატრანსპორტო გადაადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით, აღდგება“, - აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება. პირველ ეტაპზე საავტომობილო გადაადგილების აკრძალვას გაუქმდება. მეორე და მესამე ეტაპზე ბიზნესსაქმიენობების არეალი გაფართოვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system