თავში

"კვერცხებს ვესვრით და შევარცხვენთ"- გურამ ფალავანდიშვილი ფილმის And then we danced ჩაშლით იმუქრება

"კვერცხებს ვესვრით და შევარცხვენთ"- გურამ ფალავანდიშვილი ფილმის And then we danced ჩაშლით იმუქრება
კვერცხებს ვესვრით და შევარცხვენთ- გურამ ფალავანდიშვილი ფილმის And then we danced ჩაშლით იმუქრება

"ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის შემდეგ ფილმის And then we danced ჩაშლით გურამ ფალავანდიშვილი იმუქრება. 

როგორც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრმა report.ge-ს განუცხადა, ფილმის პრემიერას ისინი არ დაუშვებენ და ჩვენებას ჩაშლიან.

"ფიზიკურად უნდა აღკვეთოთ და არ დავუშვათ ეს პროპაგანდა. ეს იქნება ბილეთების შეძენა თუ ყველა ადგილის შევსება კინოთეატრში, როგორმე უნდა შევძლოთ, რომ ჩავშალოთ ეს ჩვენება, ან ბოლო-ბოლო კვერცხებს ვესვრით და შევარცხვენთ. მე მოვუწოდებ კინოთეატრებს, არ დაუშვან მათი პროპაგანდა, რადგან ჩვენ არ დავუშვებთ ამას. ეს კინოჩვენება არ არის, ეს კინო არის მათი აქცია. იქ ვინც მოვა - არასამთავრობოები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ, ისინი იქნებიან მოძრაობა ჰომოსექსუალების წევრები. უბრალოდ ჩვენ ამ პროპაგანდას შევზღუდავთ."- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ფილმის And then we danced-ის ჩვენება თბილისსა და ბათუმში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით არის დაგეგმილი.

ცნობილია, რომ შემოქმედებითი ჯგუფი უსაფრთხოების მიზნით პრემიერას არ დაესწრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system