თავში

კვირის ბოლომდე ველოდებით Pfizer-ის ვაქცინას - თამარ გაბუნია

კვირის ბოლომდე ველოდებით Pfizer-ის ვაქცინას - თამარ გაბუნია
კვირის ბოლომდე ველოდებით Pfizer-ის ვაქცინას - თამარ გაბუნია

როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 65 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინაციის პროგრამა 25 მარტიდან გაფართოვდება.

"მათ შეეძლებათ რეგისტრაცია, ასევე ჩაწერა, რომ მივიდნენ ვაქცინაციაზე. ამ კვირის ბოლომდე ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას, ასე რომ, როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტების ფარგლებში, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის. აპრილის ბოლოსკენ ველოდებით დამატებით დოზებსაც, რაც ასევე განსაზღვრულია "კოვაქსის" პლატფორმით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში, 25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად მოქალაქეებიც შეძლებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადაეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე, სახელმწიფო კორონავირუსზე აცრის 65 წელს ზემოთ და 75 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system