თავში

კვირის ბოლოს ჩინურ ვაქცინას ველოდებით - ტიკარაძე

კვირის ბოლოს ჩინურ ვაქცინას ველოდებით - ტიკარაძე
კვირის ბოლოს ჩინურ ვაქცინას ველოდებით - ტიკარაძე

კვირის ბოლოს ჩინურ ვაქცინას ველოდებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კვირის ბოლოს ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებითი ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევ არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღეიდან საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყოამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system