თავში

გოფოძე: მძიმე პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

გოფოძე: მძიმე პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა
გოფოძე: მძიმე პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. კოვიდინფიცირებული პაციენტი დღეს მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა. ამის შესახებ report.ge-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით  მაისის ბოლოს შეიყვანეს. 

,,თავდაპირველად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა, შემდგომში შემპარავი პნევმონია განუვითარდა და მდგომარეობა დამძიმდა. დღეს კი ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა და მხოლოდ პერიოდულად ესაჭიროება ჟანგბადის მიწოდება", - განაცხადა გოფოძემ. 

ლევან გოფოძემ ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება. ამჟამად კლინიკაში 8 კოვიდინფიცირებული პაციენტია, რომელთაგანაც 2-ის სრულად გამოჯანმრთელებას უახლოეს მომავალში ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system